გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
უწყების თქმით, ფიშერი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას გერმანიის სრული მხარდაჭერით გააგრძელებს.
"გერმანიის ელჩი ბერლინში გამართული კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის გააგრძელებს მუშაობას ჩვენი სრული მხარდაჭერით". - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
მანამდე, 19 ოქტომბერს ოცნების თავდასხმების გამო გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
"რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და ასევე გერმანიის ელჩ ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებდა. ამ მიზეზით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა ელჩი ფიშერი შემდეგი ნაბიჯების განსახილველად კონსულტაციებისთვის გაიწვიოს". - წერდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.





