გერმანია-საქართველო

ფიშერი: ვეწინააღმდეგებით ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული შედარებების გამოყენებას

კიდევ ვიმეორებ, რაც აქამდეც მითქვამს: გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, რადგან აკნინებენ მსხვერპლს და ცრუ შთაბეჭდილებებს ქმნიან.

დაწერა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა კობახიძის განცხადების პასუხად. კობახიძემ 8 ოქტომბერს განაცხადა: "კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ევროპა - როგორც ასეთი, არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა. მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან". 

კომენტარები