ოპოზიციონერების დაკავება

"ლელო" ხაბეიშვილის დაკავებაზე: არანაირი შიში არ დაისადგურებს ოპოზიციურ ველზე

ლელო ძლიერი საქართველო
ტელეკომპანია ფორმულა

პარტია ლელო ძლიერი საქართველო სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს.

"ოცნება და რუსული რეჟიმი აგრძელებს ძალადობას დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში, აგრძელებს ძალადობას და დევნას პოლიტიკური ოპონენტების. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არანაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს მართავს შიში ყველა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. სუსი არის პოლიტიკური დღეს და ემორჩილება ივანიშვილს, სასამართლო არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს." - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე.

სუს-ის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავეს

კომენტარები