ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000 ლარის ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს.
ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს.
ზოდელავას გამოძიების ხელშეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა ედება ბრალად - სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების დროს, ზოდელავამ ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა.





