ოპოზიციონერების დაკავება

კოალიცია ცვლილებისთვის: ხაბეიშვილის და ზოდელავას დაკავება პოლიტიკური დევნაა

კოალიცია ცვლილებისთვის სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას.

"გვინდა, განცხადება გავაკეთოთ პოლიტიკური რეპრესიების მორიგი სამარცხვინო ტალღის შესახებ და ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება დავგმოთ. ჩვენი სრული სოლიდარობა დაკავებულებს - ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა, რაც საქართველოში უკვე ჩვეული გახდა. 

ამასთანავე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს, რა დიაგნოზის მანიშნებელია ეს ქართული ოცნებისთვის. აბსოლუტურად ცხადია, რომ ქართული ოცნება ცუდ მდგომარეობაშია. ისინი დასდევენ საკუთარი გუნდის ყოფილ წევრებს, ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, ვინც იბრძვის და რაც მთავარია, მათ ქუჩაში ბევრი ხალხის ეშინიათ". - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. 

სუს-ის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავეს

კომენტარები