რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: რთულია, ფიშერის ხელში ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე ვისაუბროთ

რაც შეეხება ბატონ პეტერ ფიშერს, რომელსაც, როგორც ჩანს, აწუხებს ის ბრალდებები, რაც მისი მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერას ეხება - თუ მას ეს ბრალდებები აწუხებს, გამოსავალი ძალიან მარტივია. მან ექსტრემისტებს მხარი არ უნდა დაუჭიროს [...]

რთულია, რომ ბატონი პეტერის ხელში ჩვენ ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, მან შეძლო, რომ 3 წელიწადში, ფაქტობრივად, დაანგრია 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა [...] ამ ადამიანმა მოახერხა, რომ 3 წელში ქართულ-გერმანული ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე. 

კომენტარები