აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

კობახიძე: დასაგმობია ნებისმიერ ქალზე ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე

აქედან [ჩარლი კირკის მკვლელობა] ჩანს, საით მიაქანებენ ეს ე.წ ლიბერალები, ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს, ეს არის შემაშფოთებელი, კატასტროფული ტენდენციები.

ამის გამოხატულება იყო სხვათაშორის ის აქციაც, რომელიც გამართეს სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს არ ჰგავდა, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები, უცხოური დაფინანსებით კონკრეტული იდეოლოგიით ასეთ სახემდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც არის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენა [...]

[...] არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შტაბი მივიდა ნაც ტიტუშკებთან. ჩვენი შტაბი ადგა, წამოდგა ფეხზე და მივიდა ნაც ტიტუშკებთან. სინამდვილეში, ნაცი ტიტუშკები მივიდნენ ჩვენს საარჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები და ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით.

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი. გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული. შესაბამისად, არა მარტო ვგმობთ, არამედ, ზომებსაც იღებს ხელისუფლება.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციებზე.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან აქციის არაერთ ქალ მონაწილეზე იძალადეს ე.წ ტიტუშკებმა, მათ შორის, შორის, ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე და მკვლევარ რუსიკო კობახიძეზე.

კომენტარები