ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი შეუფერებლად იქცევა, ძალადობს და ბილწსიტყვაობს.
მესმის, რომ ძალიან რთულია, მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს - ქალებს და კაცებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე.
ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ჯგუფი. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფერში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. გახსოვთ ალბათ, წლების წინ, გია ბუღაძის ინიციატივით, სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა.
ასეთივე "დამაჯერებლობით", ლიბერალური ფაშიზმის წარმომამდგენლები ახლაც ცდილობენ, ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც, ცხადია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია შეურაცხყოფით, ზიზღით, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, მათ არანაირი მომავალი პოლიტიკაში არ აქვთ და ყოველთვის განწირულნი იქნებიან მარცხისთვის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად.





