რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს. ის არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა.
ძალიან მძიმეა, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს შესაბამისი პასუხი გასცა - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა.





