აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

სამარცხვინოა, როდესაც პოლიციისგან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და რეაგირება არაა - ცინცაძე

“კახი კალაძეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია და ეგ არის დაუსჯელობის სინდრომი. უბრალოდ, საწყენია და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიციისგან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და რეაგირება არ ხდება - ეს საწყენიც არის, საშიშიც არის და ეს არ არის, ვინ ვისი მომხრეა, უბრალოდ საშიშია ეს ყველაფერი და კარგი არაფრით არ დამთავრდება, ჩემი აზრით.

ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისკენ არის, ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს - პოლიციამაც, სასამართლომაც, პოლიტიკოსებმაც, სპორტსმენებმაც.

[…] ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს, მაგიტომ ვდგავარ აქ, ზუსტად მაგაზე შემტკივა გული, რომ უსამართლობას ვხედავ" 

თქვა კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე იმყოფება, ტევე პირველთან.

კომენტარები