აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

კოალიცია ცვლილებისთვის: ეს იყო მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა

კოალიცია ცვლილებისთვის გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის ტიტუშკების მიერ აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადება ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

"კოალიცია ცვლილებისთვის ვეხმაურებით გუშინდელ იმ ამაზრზენ, აღმაშფოთებელ და საშინელ ფაქტს, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მოხდა. ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა - გადაცმული პოლიციელების, კრიმინალებისა და რუსული ოცნების პარტიული წევრების მონაწილეობით, არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

რაც გუშინ ვნახეთ, არაადამიანური და არაქართულია. ეს მთელი ჩვენი სახელმწიფოს, ქართველობისა და საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია [...] მთავარია, მათ იცოდნენ, რომ არცერთი მსგავსი გამოხტომა მშვიდობიანი და ხელცარიელი მოქალაქეების წინააღმდეგ რეაგირების გარეშე არ ჩაივლის. არცერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერს არ დავთმობთ. არავის გაუვა, რომ ამოეფაროს ვითომ პოლიციის კორდონს და საკუთარ მოქალაქეებს ასე მოეპყროს". - თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, კოალიცია დღეს, 20 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან დაანონსებულ მორიგ აქციასაც შეუერთდება.

8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ.

კომენტარები