აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

პოლიციის მაღალჩინოსანმა, ხუტა პაჭკორიამ ჩვენს ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა - ნეტგაზეთი

"ნეტგაზეთის" ცნობით, მათ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს გუშინ, 8 სექტემბერს, კალაძის საარჩევნო შტაბთან პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ხუტა პაჭკორიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

როგორც "პუბლიკის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, პაჭკორია და სხვა პოლიციელები ქეთევან ხუციშვილს ხელის კვირით ატოვებინებენ მოვლენების ეპიცენტრს, სადაც კალაძის შტაბის წევრები საპროტესტო მარშის მონაწილეებზე ძალადობდნენ.

"ვუთხარი რომ მე ვარ მედიის წარმომადგენელი, ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებ, ნაცვლად იმისა ხელი არ შეეშალა გადაღებაში, პირიქით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა როგორც მან [პოლიციის თანამშრომელმა], ისე ქართული ოცნების შტაბიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ" - თქვა ქეთევან ხუციშვილმა.

ცნობისთვის გუშინ, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ქალებსა და ჟურნალისტებს.

 

კომენტარები