მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელს Free Media Awards გადაეცემა

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს Free Media Award გადაეცემა. 

"ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის სახე გახდა" – წერია ნორვეგიული ორგანიზაციის, The Fritt Ord Foundation-ის საიტზე. 

ჯილდოს წლევანდელი ლაურატები ასევე არიან: Gwara Media (უკრაინა), Direkt98 (უნგრეთი), რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ალექსანდრა ასტახოვა, ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ნარგიზ აბსალამოვა. 

"Free Media Awards" ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ის და გერმანული ZEIT STIFTUNG BUCERIUS-ის საერთო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა ჟურნალისტებსა და მედიებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებისთვის. 

კომენტარები