"არცერთი არაა ქალი, ქალი არაა აქ არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ, სად არის ქალი? აბა, მითხარით ერთი, მაჩვენეთ რომელია ქალი" - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახი კალაძემ ის ქალები, რომლებზეც ოცნების შტაბთან გამართულ აქციაზე, მისმა ტიტუშკებმა იძალადეს.
გუშინდელ აქციას თბილისის მერმა მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა და დასძინა: "როდესაც 30 აკაცუკი მივიდა საარჩენო შტაბთან, რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან?".
ცნობისთვის, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ქალებსა და ჟურნალისტებს.





