თვითმმართველობის არჩევნები 2025

ელისაშვილი: შეწყალება ჩათლა*ური გადაწყვეტილება იყო, რომ ვითომ ტალახი გვესროლონ

კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების მიზანი მათთვის ტალახის სროლაა. 

"რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ და იმ ბრძოლას გავაგრძელებთ, რომელშიც ვართ - და ხალხის პრობლემებზე, რაზეც ვლაპარაკობთ, იმის მოგვარებას. ქართული ოცნებისგან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება მუხანათური, მამაძაღლური და ჩათლა*ური გადაწყვეტილება იყო, რომ ვითომ ტალახი გვესროლონ - რომ აი, ესენი ჩვენთან შეკრულები არიანო. ეს ხომ თავიდან ბოლომდე ჩათლა*ობაა. ძალიან მოულოდნელი იყო [...]

ზუსტად ამ არჩევნებში უნდა დავამტვრიოთ ცხვირ-პირი ქართულ ოცნებას [...] მამუკას და ბადრის ჩვენ გასაბანძებლად იწყალებენ [...] არავინ გაბანძდება, ამ ბრძოლაში ვართ და ამ არჩევნებში უნდა დავლეწოთ ქართული ოცნება და ცხვირ-პირი დავუნაყოთ". - თქვა ელისაშვილმა.

ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების წინ პარტია ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები