ევროკავშირი

EU-ში TPO-ს შემცველი ფრჩხილის ლაქის და გასამაგრებელი გელის გამოყენება იკრძალება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 1-ელი სექტემბრიდან TPO-ს (ტრიმეთილბენზოილი და დიფენილფოსფორინის), ანუ კარცინოგენების შემცველი ფრჩხილის ლაქისა და გასამაგრებელი გელის გამოყენება აიკრძალა.

სარეგულაციო ინიციატივა ევროკომისიამ 2025 წლის 12 მაისს წარადგინა, ხოლო მის პროცედურულ განმარტებით ბარათში კომისია წერს, რომ აღნიშნული, ადამიანისთვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის "განსაკუთრებულად ტოქსიკურ ნივთიერებას წარმოადგენს და სილამაზის სალონებში აღარ უნდა გამოიყენებოდეს".

ცნობისთვის, TPO (ტრიმეთილბენზოილი და დიფენილფოსფორინი) ფოტოინიციატორი ხსნარია, რომელსაც ზოგიერთი ფრჩხილის ლაქი და მისი გასამაგრებელი გელი შეიცავს - ის ეხმარება ე.წ. "მანიკურს" გრძელვადიანი ეფექტის შენარჩუნებასა და ულტრაიისფერი სხივური პროცედურისას სწრაფ გამაგრებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით ბევრ სილამაზის სალონს მოუწევს მათი პროდუქციისა და სერვისების ჩანაცვლება. 

New York Times-ის ინფორმაციით, TPO-ზე ჩატარებული კვლევები არ აჩვენებს პირდაპირ კავშირს ნივთიერების მოხმარების გრძელვადიან ეფექტებთან და ადამიანის ჯანმრთელობის რისკებთან მიმართებით, თუმცა მასთან ხშირმა და ხანგრძლივმა კონტაქტმა, მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის შედეგებმა, მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების პრობლემები აჩვენა.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს სამეცნიერო კომიტეტმა განაცხადა, რომ TPO-ს შემცველი პროდუქტების გამოყენება 5% კონცენტრირებით ადამიანებისთვის უსაფრთხოა

ერთ-ერთმა მსხვილმა კოსმეტიკურმა კომპანიამ, GelBottle.Inc-მა განაცხადა, რომ TPO-ს ჩანაცვლება კოსმეტიკურ პროდუქტებში 2026 წლის სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება.

კომენტარები