შსს

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის, იარაღით გადაადგილდებოდა

საპატრულო პოლიციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1 პირი - 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული გუშინ, 2 სექტემბერს, "რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა".

"დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს" - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა და ტარება) მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები