აშშ

New York Post: UN-ის ასამბლეის წინ აშშ პალესტინის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარს ამბობს

The New York Post-ის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზების გაცემაზე უარი უთხრა პალესტინის წარმომადგენლებს, მათ შორის, პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს. ასევე, აშშ-მ გააუქმა 31 ივლისამდე გაცემული ყველა ვიზა.

„აშშ-ს კანონებისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების თანახმად, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გაეროს მომდევნო გენერალური ასამბლეის წინ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) და პალესტინის ადმინისტრაციის (PA) წევრებისთვის ვიზების გაცემაზე უარს ამბობს და მოქმედ ვიზებს აუქმებს“ - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე განცხადებაში.

 სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, PA/PLO-ს მომდევნო ქმედებების შესაბამისად კვლავ შესაძლებელია თანამშრომლობის აღდგენა.


„აშშ კვლავ ღიაა თანამშრომლობისთვის, თუ PA/PLO გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და დაუბრუნდება კონსტრუქციულ დიალოგს. ტრამპის ადმინისტრაცია არ აჯილდოვებს ტერორიზმს“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები