აღლუმი ჩინეთში

ჩინეთში სამხედრო აღლუმს პუტინი, კიმ ჩენ ინი და ფეზეშქიანიც დაესწრებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი პეკინში შეხვედრისას, 18 ოქტომბერი, 2023
Sergei Guneyev | Afp | Getty Images

3 სექტემბერს პეკინში ჩინეთის სამხედრო აღლუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინიც დაესწრებიან, რაც პირველი შემთხვევა იქნება, როცა ორივე ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან ერთად საჯაროდ გამოჩნდებიან. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, სახელმწიფოებისა და მთავრობების 26 მეთაურს შორის აღლუმზე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს გარდა სხვა არცერთი დასავლელი ლიდერი არ იქნება. 

ჩინეთის საგარეო მინისტრის თანაშემწემ, ხუნგ ლეიმ მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დანებების აღსანიშნ აღლუმს ასევე დაესწრებიან ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო და სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერი უ ვონ შიკი. აღლუმზე ასევე ჩავა სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩიც. 

კომენტარები