თორნიკე რიჟვაძის საქმე

ახვლედიანი რიჟვაძეზე: ბოლო 1 წელი თანამდებობიდან წასვლა და დიპლომატიური მიმართულება სურდა

ალექსი ახვლედიანი

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულმა, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალები პირველად გაიხსენა

მისივე თქმით, იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა "ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი იყო", რომელსაც ესწრებოდნენ თორნიკე რიჟვაძის მამა და დის ქმარიც.

ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ მას გასროლის ხმა არ გაუგია და როდესაც რიჟვაძე საავადმყოფოში წაიყვანა, იგი გონზე არ იყო. მან ასევე ისაუბრა, რომ უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რიჟვაძე თანამდებობის დატოვებაზე და დიპლომატიურ სამსახურში გადასვლაზე ფიქრობდა.

"დაახლოებით, ბოლო წელიწადი, წელიწად-ნახევარი, თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ თვლიდა, რომ შვიდი წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაცბევრჯერ აქვს ნათქვამი, უკვე ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ უკვე იმ შემართებით ვერ ვარ და ასე შემდეგ.

ბოლოს ეს სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024-ის არჩევნების, წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც მე მქონდა საშუალება, შეხვედრებზე ყოველთვის დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ მართლა ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებ, უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც ესე სიხარულით ვეუბნებოდი რომ თბილისში გადავიდეთ, მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს.... მაგრამ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავის საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით.

ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, უთხრა თუ არა მან პრემიერს ამის შესახებ, ზუსტად ვიცი შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა თუ არა ეს ცვლილება არ მიკითხავს, არ დამიზუსტებია, მაგრამ როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა არის ვაკანსია და თუ შესაძლებელი იქნებოდა, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა." - განაცხადა ახვლედიანმა.


7 ივლისს, შსს- გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115- მუხლით დაიწყორაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

მალევე, იმედმა, გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზეიარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს ალექსი ახვლედიანი, რომელსაც გირაო შეეფარდა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდა

ამ ეტაპზე, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში იმყოფება და როგორც ივანიშვილის პრემიერმა განაცხადა, მასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია, იმიტომ რომ რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს.

 

კომენტარები