აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია მედიას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
"გადაიყვანეს ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაში. მდგომარეობა სტაბილურია, ძალიან გაუმჯობესებული პარამეტრებით. მართვით სუნთქვაზეა, ამხელა გზაზე როგორ შეიძლება მოხსნა, გადაიყვანეს ღამის 2 საათზე" - უთხრა ტურძელაძემ მთავარ არხს.
7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მალევე, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას "კორუფციას და ბარიგების მფარველობას" აბრალდებდნენ.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი. მას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
8 ივლისს ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ვითარდება.





