ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება

კალაძე: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება ქართველი ხალხის დასჯის მცდელობაა

ეს არის უბრალოდ ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა. თქვენ არ გეგონოთ, მათ რაიმე კარგი ინტერესი აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, აბსოლუტურად ყველა არის ყალბი. თითქოსდა, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. თუ მართლაც ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ არ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციებს მიერთებოდა ქვეყანა, ამაზე რეზოლუციებს არ მიიღებდნენ და კაბინეტებში პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო.

მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ესეც გასაგებია. პოლიტიკაა, დიდი ქვეყნებია, თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს ჭკუა - არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გამოყენებული იყოს რომელიღაცა დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის. შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ახორციელებს.

თქვა თბილისის მერმა კახა კალძემ საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ.

კომენტარები