ჯგუფური ძალადობა

შსს-მ მარნეულში ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავა.

ცნობისთვის გუშინ, 16 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულში ქალმა კაცი დაჭრა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები