უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 84 მოქალაქე დაიბრუნა. მათ შორის არიან სამხედროებიც და სამოქალაქო პირებიც. მათი გათავისუფლება რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგარი 67-ე გაცვლის ფარგლებში მოხდა.
გათავისუფლებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში 2014, 2016 და 2017 წლებიდან იმყოფებოდნენ. რამდენიმე მათგანი მარიუპოლის მცველთა გარნიზონიდანაც არის.
უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხთა შტაბის დაზუსტებით, 84 ადამიანიდან 33 სამხედროა, 51 კი სამოქალაქო პირი. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დატყვევებულ პირებს 10-დან 18 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც დონეცკის ოლქში 2014 წელს დაატყვევეს, ტყვეობაში 4013 დღე გაატარა.
გათავისუფლებულთა შორის არის სამი ქალიც, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან. ერთ-ერთი მათგანი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. ის 2019 წელს დააკავეს.
უკრაინამ 84 პირი გადასცა რუსეთს.





