რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ სტავროპოლში მდებარე რუსულ ქარხანაზე იერიში მიიტანა

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთში, ქალაქ სტავროპოლში მდებარე ქარხანა მონოკრისტალზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

მონოკრისტალი ხელოვნური საფირონის მწარმოებელი ქარხანაა, რომელიც სამხედრო ოპტიკური სისტემებისთვის საჭირო დეტალებს აწარმოებს.

რუსული მედია Astra-ს ინფორმაციით, დრონების იერიშის შედეგადა ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორის, ვლადიმირ ვლადიმიროვის მტკიცებით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული იერიში მოიგერია. 

კომენტარები