2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსზაღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 9 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

კოალიციამ "ცვლილებისთვის“ და " ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკოსთვის არმიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

წილისყრის მიხედვით, საარჩევნო ნომერი 4 პარტია "ქართველ ერთობას", ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია "ჩვენი გაერთიანებული საქართველო“-ს ერგო.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, ენმ-სა და ახალს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის რა მიუმართავთ.

"4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა - 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.

კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე - მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება;

ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა.

ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა.

შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით". - წერია განცხადებაში

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№1 – "მამული, ენა, სარწმუნოება"

2 – "დემოკრატთა ალიანსი"

3 – "კონსერვატორები საქართველოსთვის"

4 – "ქართველ ერთობა"

5 – "ჩვენი გაერთიანებული საქართველო"

6 – "მესამე გზა"

7 – "თავისუფალი საქართველო"

8 – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

9 – ძლიერი საქართველო-ლელო

10 – "მემარცხენე ალიანსი"

11 – "საქართველო"

12 – მწვანეთა პარტია

13 – "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია"

14 – "სახალხო ხელისუფლება"

№25 –  "გახარია საქართველოსთვის"

36 – გირჩი

41 – ქართული ოცნება

 

კომენტარები