აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ პარასკევს, 15 აგვისტოს, აშშ-ს ალასკის შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
"დიდად მოსალოდნელი შეხვედრა ჩემს, როგორც აშშ-ს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შემდეგ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკის დიდებულ შტატში შედგება" - წერს ტრამპი.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.





