სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო სამიტი

ალიევი: რაც დღეს მოხდა გრძელვადიან, სამუდამო მშვიდობას გამოიწვევს კავკასიაში

ის ფაქტი, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი აქ მოვაწერეთ, მსოფლიოს ნომერ პირველ დედაქალაქში, ნომერ პირველ ოფისში, აშშ-ს დიდებული პრეზიდენტის წინაშე, ნიშნავს, რომ ეჭვიც არ უნდა არსებობდეს, რომ რომელიმე მხარე უკან გადადგამს ნაბიჯებს. თუ ჩვენს შორის რომელიმეს ნაბიჯის უკან გადადგმის განზრახვა ექნებოდა, ჩვენ აქ არ მოვიდოდით. ამიტომ, დარწმუნებულები იყავით, ისევე როგორც აზერბაიჯანის საზოგადოება, რომ რაც დღეს მოხდა გრძელვადიან, სამუდამო მშვიდობას გამოიწვევს კავკასიაში. 

განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო სამიტზე.

კომენტარები