ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ქადაგიშვილი: საქართველოს არცერთხელ უთქვამს, რომ EU-სთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს

საქართველოს არცერთხელ არ უთქვამს, რომ ის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარს ამბობს და ამასთან დაკავშირებით, მათ საქართველოს ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტულად გაკეთებული განცხადება არ გააჩნიათ. 

სინამდვილეში, ისინი იმ დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებენ, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ გამოიჩინეს - მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებითაც. არჩევნების წინა პერიოდი, არჩევნები და მისი შემდგომი პერიოდი. საქართველოს მიმართ ეს სიტყვიერი შანტაჟი გრძელდება. სწორედ ეს არის დანიის ხელისუფლების განცხადების რეალური მოტივაცია და შინაარსი.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. დანიამ საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროსაკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიაზე არ მიიწვია. 

კომენტარები