შოვის ტრაგედია

კობახიძე შოვზე: ჩვენი ვალია, აღარ მოხდეს ასეთი ტრაგედიები - დავიწყეთ კვლევების ჩატარება

დღესაც, 2 წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, დაღუპული ადამიანები, დაღუპული ბავშვები. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები, ასევე ჩვენი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. 

მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. 

ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას. [...]

უახლოეს მომავალში დაიწყება შოვში ტაძრის მშენებლობა, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ შოვში. დღეს შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოიშალა. სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთი მცირეწლოვანის - ვერა.

კომენტარები