შოვის ტრაგედია

კობახიძე შოვში: ჭირისუფლებს შევპირდი შეხვედრის ორგანიზებას - გაეცნობიან დეტალებს

დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც უშუალოდ ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. თუ დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ, უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა. 

კომენტარები