გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენლის, ჯონ კელის თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ნათლად განაცხადა", რომ რუსეთმა და უკრაინამ 8 აგვისტოსთვის სამშვიდობო მოლაპარაკებას უნდა მიაღწიონ.
"რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტასა და მყარი მშვიდობის დამყარებაზე უნდა შეთანხმდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ეს (სამშვიდობო შეთანხმება) 8 აგვისტოსთვის უნდა იყოს მიღწეული. აშშ მზად არის მშვიდობის მისაღწევად მიიღოს დამატებითი ზომები". – თქვა კელიმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.
29 ივლისს, ტრამპმა რუსეთს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ვადის გასვლის შემდეგ, რუსეთს მეორადი ტარიფები დაუწესდება.
"ჩვენ ვაპირებთ შემოვიღოთ ტარიფები და სხვა ზომები. ამან შეიძლება მათზე იმოქმედოს ან არა. მაგრამ ეს შესაძლებელია".





