რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი ულტიმატუმი 10 დღემდე შეუმცირა. 

ტრამპის თქმით, თუ 29 ივლისიდან 10 დღეში რუსეთი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს მშვიდობის მისაღწევად, ვაშინგტონი რუსეთს დაპირებულ ტარიფებსა და სხვა სანქციებს დაუწესებს. თუმცა, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ზომებმა შესაძლოა რუსეთის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ იქონიოს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება უნდა. 

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებული იყო და ამის გამო მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებდა.

ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს".

კომენტარები