ჩინეთში, ქალაქ პეკინში მომხდარ წყალდიდობას ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, 80 000-ზე მეტი მოსახლე საფრთხის შემცველი ზონიდან ევაკუირებულია - დაზიანდა როგორც საკომუნიკაცო, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ასევე, 136-ზე მეტ სოფელს, ელექტროენერგია ამ დრომდე ვერ მიეწოდება.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა სამაშველო-სამძებრო სამუშაოებისთვის სრული მობილიზება გამოაცხადა.





