ივანიშვილის რეჟიმი

ბურჭულაძის მოადგილეს და კიდევ 2 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

დიდი ოდენობით სახელმწიფო სკუთვნილი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და კიდევ ორ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გააწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

ცნობისთვის, ხაინდრავასთან ერთად დაკავებულია სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე. გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, ხოლო ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობსა.

სამივე პირი 27 ივლისს დააკავეს. საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხით, 2023 წელს მართლსაწინააღდმეგო გაფლანგვის ფაქტს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა".

პროკურატურის ცნობით, 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდეს 3 940 000 ლარად.

კომენტარები