თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
"ბრალდების შინაარს გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები". - თქვა ხაინდრავამ სასამართო სხდომაზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, სამინიტსროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.
გამოცემა ინტერპრესნიუსის ცნობით, გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, ხოლო ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, ბურჭულაძის მოადგილე და კიდევ ორი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 27 ივლისს დააკავა, მათ ბრალი 28 ივლისს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა.





