27 ივლისს გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა.
ადგილობრივი უწყებების მიხედვით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 3 და დაშავებულია ათობით მგზავრი. მატარებელში დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევა ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონში, ქალაქ რიდლინგენთან მოხდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.





