განზრახ მკვლელობა

სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა - შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული გ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1992 წელს დაბადებულ რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები