რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: უკრაინული დრონების თავდასხმისას ვოლგოგრადში რკინიგზის ელექტრომომარაგება შეფერხდა

27 ივლისს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განადგურებული უკრაინული დრონების ფრაგმენტებმა ვოლგოგრადში რკინიგზის ელექტრომომარაგება და მატარებლების გადაადგილება შეაფერხა. 

ადმინისტრაციის მიერ Telegram არხზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც გუბერნატორ ანდრეი ბუჩაროვს ციტირებს, წერია, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე განაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე რუსეთს საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს. სამინისტროს მიხედვით, რუსეთის 12 ოლქის, ყირიმისა და შავი ზღვის თავზე რუსეთმა ჯამში 99 დრონი ჩამოაგდო. 

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, როსავიაციის ცნობით, ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტში შუაღამის შემდეგ ფრენებიც შეჩერდა. Reuters-ის ინფორმაციით, აეროპორტში ფრენები ამ დრომდე არ აღდგენილა. 

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია, РИА Новости ასევე წერდა, რომ ვოლგოგრადის ოლქის სხვადასხვა ნაწილში მატარებლების გადაადგილება გადაიდო. 

ამას გარდა, RBC-Ukraine-ის ინფორმაციით, დრონებით იერიშის შედეგად ვოლგოგრადის ოლქში ცეცხლი გაჩნდა ნავთობის საცავის სიახლოვეს. ადგილობრივმა წყაროებმა აფეთქებებისა და ხანძრის ვიდეოებიც გაავრცელეს: 

კომენტარები