ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლიტვის საგარეო: EU-ს ამოცანებზე "ქართული ოცნების" ტყუილები წარმატებული ვერ იქნება

ELTA / Dainius Labutis

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ბრალდებების შესახებ ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მათი ტყუილები და დეზინფორმაცია EU-ს შესახებ წარმატებული ვერ იქნება, ხოლო ევროკავშირი საქართველოს მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს უჭერს მხარს.

ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

"ქართული ოცნების ტყუილები და დეზინფორმაცია საქართველოში EU-ს ამოცანებზე წარმატებული ვერ იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებისთვის მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების მტკიცე საფუძვლებზე იქნება აშენებული". - წერს სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნება საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხების სპიკერი, ანუარ ელ ანუნი აწერს.

კომენტარები