ივანიშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებით და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
"საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრებს ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისათვის გადაეცათ.
საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ: გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ: ვიქტორ სანიკიძეს, ლაშა გამყრელიძეს, დავით საყვარელიძეს, ვლადიმერ ბოისას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რატი ანდრონიკაშვილს, მიხეილ ბერიშვილს, ბექა ბექაურს, გოგა ბითაძეს, ბექა ბურჯანაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, დავით კაკუშაძეს, გიორგი კორსანტიას, ლუკა ლიკლიკაძეს, ილია ლონდარიძეს, ლუკა მაზიაშვილს, გიორგი ოჩხიკიძეს, რევაზ როგავას, დუდა სანაძეს, სანდრო სანაძეს, გიორგი ტურძილაძეს, ალექსანდრე ფევაძეს, ოთარ ფხაკაძეს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ალექსანდრე ირაკლი მამუკელაშვილს, თადუს დევაინ მაქფადენს, მათე ხატიაშვილს, კამარ მალიკ ბოლდუინსა და ჯოზეფ ელიოტ (ჯუნიორ) თომასონს.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი პრეზიდენტმა გადასცა: გივი სანაძეს, პაატა ლობჟანიძეს, თორნიკე გოგიჩაიშვილს, თეიმურაზ ხვედელიძეს, ზურაბ სულეიმანაშვილს, ბიაჯიო დი ჯორჯიო ჯიანიტოს, გიორგი ბუცხრიკიძეს, პაატა გურასპაულს, ნინო გურულს, გიორგი ზაბახიძეს, თათია მიმინოშვილს, თამარ რუაძეს, ნინო ხუციშვილს, ირაკლი პერტაიას, ლუკა წიტაიშვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს, ქეთევან კეკელიას, ირინა სომოვას, თათია ბაციაშვილსა და შალვა ონიანს" - ნათქვამია ყაველაშვილი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაჯილდოებას დასწრნენ ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე, ივანიშვილის სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები.
ივანიშვილის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილმა ნაკრებისა და ფედერაციის წევრები, კობახიძისა და პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე დააჯილდოვა.





