გამოსახლება

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის და აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მიერ შენობიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.

ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ შეჩერდება, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.

მაცხოვრებლების ცნობით, მერიამ მათ 2-3 თვით ქირის გადახდა შესთავაზა.

აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.

კომენტარები