რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა, წავიდეს, ნახოს, დაისვენოს, ასევე, იმუშაოს, ა.შ, რა თქმა უნდა, კარგი მონაპოვარია, მაგრამ უყურეთ, როცა ეროვნულ ინტერესებზე, ამ მოცემულობაზე და სახელმწიფოებრიობაზე გვქონდა საუბარი, ესეთ ადამიანს და ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო.
თუ შენ ასე მიყენებ და გამხილე შენ, რომ შენ ამას სპეციალურად აკეთებ იმისთვის, რომ შენ აქ ხალხი გაანაწყენო, აი, ეს რაღაც ბიუროკრარტული ნაწილი ევროპის და ევროკავშირის და ამას შენ სპეციალურად აკეთებ და გგონია, აქ ბნელი ხალხი ცხოვრობს, არაფრის შემფასებელი და ვერ მიხვდება, შენ ამას რატომ აკეთებ და წამოწიო საქართველოში, აი, რომ არ იცნობენ ამ ქვეყანას, რომ ყველაფერს თმობს ქართველი, არ არსებობს მისთვის მატერიალური, დოვლათი, ან რაღაცა, ნახავს, არ ნახავს... აქამდე ეს ქვეყანა იმიტომ მოვიდა, რომ ამ ღირებულებებზე ვართ ყველა ჩამოკიდებული, რა სანქციამ უნდა... აი, თავის შვილს როგორ შეხედავს, რომ სანქციის გამო სამშობლოს გაყიდის, ან რაღაცა სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზარალდებოდეს, ვინც არ უნდა იყოს, პოლიციელი იქნება თუ... დღეს რომ გამოაქვთ და აი, ნახე, შემდეგი სანქცია გელოდება, არ იციან ხასიათი ქართველი კაცის, რომ ეს უფრო აბრაზებს, ეს უფრო შეურაცხყოფს, რომ შენ საპირწონედ უყენებ სამშობლოს, ქეთევან წამებული მაინც არ გვქონდეს კაცო მოცემულობაში, ხო.





