თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ "ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ".
"თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება უსამართლო და ქართველი ხალხის დასჯა. ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ. რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? წარმოუდგენელია. არ არის ეს სასიამოვნო, თუმცა მეორე მხარეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მომავალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შანტაჟი გრძელდება". - თქვა კალაძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელის თქმით, საქართველოს აშანტაჟებდნენ EU-ს კანდიდატი წევრის სტატუსი მინიჭება-არმინიჭების თემით, აწარმოებდნენ პროპაგანდას, და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ "თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო", რითიც, კალაძის მტკიცებით, "ეგონათ, რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ".
"პირველი იყო ევროინტეგრაციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი. გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ ქვეყანას - მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთან შედარებით საქართველო ყველა კრიტერიუმით წინ არის, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, სახელმწიფო ინსტიტუციების მდგრადობით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, საქართველოს არ მისცეს სტატუსი და იმ ქვეყნებს მისცეს. ეს იყო ერთგვარი იარაღი იმისთვის, რომ გამოეყენებინათ საქართვეოლოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველ ხალხს უთხრეს და მთელი პროპაგანდა ჰქონდათ ამის, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ეგონათ, რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ. არ გამოუვიდათ, ჩაუვადათ". - თქვა თბილისის მერმა.





