ინდონეზია

ინდონეზიაში, მატჩის მსვლელობისას ფეხბურთელი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

ინდონეზიაში, ამხანაგური მატჩის მსვლელობისას, მეხის დაცემის შედეგად ფეხბურთელი დაიღუპა.

შემთხვევა სილივანგის სტადიონზე მოხდა. სპორტსმენის გადასარჩენად სასწრაფო გამოიძახეს, ფეხბურთელი საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

2023 წლის დეკემბერში მსგავსი შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. 21 წლის ფეხბურთელი კაიო გონსალვეში ასევე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები