რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ალიევი უკრაინელებს: არასდროს დანებდეთ, არასდროს შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

რამდენიმე წლის ერთ-ერთ ღონისძიებაზე უკრაინის წარმომადგენლის კითხვისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მქონდა. დაახლოებით ასეთივე იყო კითხვა და ჩემი პასუხი არ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც მაშინ ვთქვი. ვფიქრობ, რომ ეს იქნება უკრაინელი ერის იმედების შესაბამისი - არასდროს არ დათანხმდეთ ოკუპაციას. 

ეს არის მთავარი რჩევა. ეს არის, რაც გავაკეთეთ ჩვენ. უფრო სწორად, ასე ვხედავით ამ პროცესს. პირველი ყარაბაღის ომი რთული და ტრაგიკული იყო, მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, აზერბაიჯანელთა გენოციდით. [...] პოსკონფლიქტური პერიოდი არანაკლებად მძიმე იყო მორალური გადმოსახედიდან, ასევე ეკონომიკურადაც. მილიონი ადამიანი გვყავდა, რომელიც საარსებო საშუალებების გარეშე დარჩა. [...]

ამიტომ ვცხოვრობდით ამით, რომ დაგვებრუნებინა წინაპართა ტერიტორიები. რელიეფი ჩვენ წინააღმდეგ იყო, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ წინააღმდეგ იყო, ეუთოს მინსკის ჯგუფი მათი თანათავმჯდომარეების სახით, ყველა თავისი მიზეზით იყო სომხეთის მხარეს და ყველა ცდილობდა, რომ ვითარება სამუდამოდ გაგრძელებულიყო, რომ ეს სტატუს-კვო არ შეცვლილიყო. [...]

რაც დასაწყისში ვთქვი, შესაძლოა ძალიან მარტივად და თავიდან არიდების მცდელობასავით ჩანდეს, თუმცა ამის მიღმა სინამდვილეში დგას ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ  როგორც ომში, ისევე მოლაპარაკებების მაგიდაზე და იმის შემდეგ, რაც სუვერენიტეტი სრულად აღვადგინეთ. ზოგიერთი საერთაშორისო აქტორის მხრიდან ყველა მუქარაზე, ზეწოლაზე, შანტაჟსა და სხვა შეუფერებელ ქმედებებზე რომ მოვყვე, ამისთვის ალბათ ცალკეული შეხვედრა იქნება საჭირო. თუმცა, რომ დავუბრუნდე, რაც ვთქვი - არასდროს არ დანებდეთ და არასდროს არ შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. 

თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშას რიგით მესამე საერთაშორისო მედიაფორუმზე უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ურჩევდა უკრაინელებსა და უკრაინას.

კომენტარები