საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. […] ეს არის, რა თქმა უნდა, ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სერცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრი.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია POSTV-ის არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება სრულად იქნება დაცული როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე. […]
მე დაგპირდით, დაახლოებით 1 წლის წინ, თუ თებერვალში, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. ახლაც ზუსტად ასევე გპირდებით, რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია POSTV-ის არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას.





