ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

აშშ-ს გენერლის თქმით, NATO-ს რუსეთის კალინინგრადის ოლქის აღება "გაუგონარი" სიჩქარით შეუძლია

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის მეთაური, კრის დონაჰიუ
Tony Wooten / CityView

Defense News-ის ინფორმაციით, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის მეთაურმა, გენერალმა კრის დონაჰიუმ გერმანიის ქალაქ ვისბადენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ძალებს "გაუგონარ დროის მონაკვეთში" შეუძლიათ რუსეთის კალინინგრადის ოლქის აღება, რომელიც ბალტიის ზღვასთან მდებარე რუსული ექსკლავია. 

გენერალი დონაჰიუს მიხედვით, რუსულ საფრთხესთან გამკლავებისა და გაფართოებადი, გლობალური შეკავების დოქტრინის ხელშეწყობის მიზნით, აშშ-ს არმია და მისი NATO-ს მოკავშირეები სასწრაფო წესით ავითარებენ სტანდარტიზებულ, მონაცემებზე დამყარებულ სისტემებს, ასევე ერთიან გამშვებ პუნქტებსა და ღრუბლოვან პლატფორმაზე კოორდინირებულ მოქმედებებს. 

"ახლა A2AD [ანტიწვდომისა და ტერიტორიული შეზღუდვის] ბუშტების დამარცხება ხმელეთიდან შეგიძლია. ახლა ზღვაზე კონტროლის დამყარებაც ხმელეთიდანაა შესაძლებელი. ამ ყველაფერს ჩვენ უკრაინაში ვუყურებთ." - თქვა მან,

მაგალითისთვის დონაჰიუმ რუსეთის კალინინგრადის ოლქი მოიყვანა, რომელიც დაახლოებით 75 კილომეტრისაა და NATO-ს ქვეყნების მიერ არის გარშემორტყმული, ხოლო მოკავშირეები, დონაჰიუს თქმით, ამჟამად უკვე ფლობენ უნარებს, რომ "ის ხმელეთიდანვე ჩამოშალონ დროის ისეთ მონაკვეთში, როგორიც გაუგონარია და იმაზე სწრაფია, ვიდრე ეს ოდესმე შეგვძლებია".

"ჩვენ უკვე დაგეგმილი და შემუშავებული გვაქვს ეს. მასობრივი და იმპულსური პრობლემა, რომელსაც რუსეთი ჩვენთვის წარმოადგენს... ჩვენ შევიმუშავეთ შესაძლებლობა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამ მასობრივი და იმპულსური პრობლემის შეჩერება შევძლოთ," თქვა დონაჰიუმ. 

კომენტარები