სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი და საფრანგეთი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან.
ამის შესახებ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე საფრანგეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე საუბრისას გამოაცხადა.
"საფრანგეთთან ერთად პროექტზე ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში დასრულებული იქნება. საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის დროს მოეწერება ხელი". - თქვა ფაშინიანმა.
პრესკოფერენციაზე ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ევროპელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ სომხეთს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი.





