ივანიშვილის რეჟიმი

ქადაგიშვილი: გვეუბნებიან, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა მაღალ დონეზე უნდა იყოს - ისედაც ასეა


[...] ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს გამჭვირვალობა არის, რომელიც ანგრევს მოკლედ ევროპასო - რაღაც ისეთი ნონსენსია, რომლის ახსნაც ძალიან უჭირთ და ვერც ახსნიან; ამიტომ, მხოლოდ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლებიან ხოლმე.

რატომ გვეუბნებიან, რომ ანტი-კორუფციული მოძრაობა თუ პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე - ისედაც მაღალ დონეზეა და ყველა კველვა ამას ადასტურებს, მათივე დასკვნებით და ჩვენი ამბიციური გეგმები იციან, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობით და დაბალი ხარისხით კორუფციისა. 

მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში შემოდინებული ფულის მთელი პლასტი უნდა იყოს დახურული და დაფარაული - ლოგიკასაც ვერ დააკავშირებთ. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილზე, რომელშიც კონრეტული რეკომენდაციებია გაწერილი, რაც საქართველომ აგვისტოს ბოლომდე უნდა შეასრულოს.

კომენტარები